"იარემჩუკი - იუდა" - "გენტის" ფანებმა უკრაინელს ბანერი გამოუფინეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "გენტმა" სახლში 2:0 სძლია "ბრიუგეს", მასპინძელთა გუნდის ფანებმა კი თავიანთ ყოფილ და სტუმართა გუნდის თავდამსხმელ რომან იარემჩუკს ბანერი გამოუფინეს, რომელზეც ეწერა: "სიკვდილი მოღალატეებს, იარემჩუკი იუდაა".

იარემჩუკი "გენტში" 2017-21 წლებში თამაშობდა, საიდანაც ჯერ "ბენფიკაში", შემდეგ კი "ბრიუგეში" გადავიდა.

"გენტმა" გულშემატკივართა საქციელი დაგმო და იარემჩუკს ოფიციალურად ბოდიში მოუხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული