ვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

AutoSharing Option
"ყო­ველ კვი­რას ნა­გავ­საყ­რელ­ზე დავ­დი­ო­დი, რომ იქ სა­მო­სი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი მე­პო­ვა. ახლა აქამ­დე მო­ვე­დი. დედა, მამა - ნამ­დვი­ლად ია­მა­ყებ­დით ჩემით", - ეს "ნა­პო­ლის" ვარ­სკვლა­ვის, ნი­გე­რი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის სი­ტყვე­ბია.

ის მე­ოც­ნე­ბე და მებ­რძო­ლი ბი­ჭია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში ქუ­ჩა­ში წყალს ყიდ­და ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბად, რო­მე­ლიც არ და­ნებ­და, არც მა­შინ, როცა სულ პა­ტა­რას დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, არც მა­შინ, როცა მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ხუთი ბავ­შვი საჭ­მლის გა­რე­შე დარ­ჩა - ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცა, რომ ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან შე­იძ­ლე­ბა კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი ამობრწყინ­დეს.

ქარ­თვე­ლებს ოსი­მე­ნი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან მე­გობ­რო­ბის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ თუმ­ცა,
ამის გარ­და, არაერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, რომ ის გიყ­ვარ­დეთ და პა­ტივს სცემ­დეთ.

Sportall.Ge

ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის

ბავ­შვი იყო, როცა დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ამ ამ­ბი­დან სამ თვე­ში მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი თა­ვის ხუთ და-ძმას­თან ერ­თად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი­ყო, რათა ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო ფული გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა.

"როცა დედა გარ­და­იც­ვა­ლა, ისე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წელი იყო. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ თე­ბერ­ვალ­ში დაგვტო­ვა", - იხ­სე­ნებს ოსი­მე­ნი France Football-თან.

ბიჭი, რო­მე­ლიც დი­დიე დროგ­ბას აღ­მერ­თებ­და და "ჩელ­სის" მა­ი­სუ­რი მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, სა­ცო­ბებ­ში მან­ქა­ნებს შო­რის დარ­ბო­და წყლის ბოთ­ლე­ბით ხელ­ში და მძღო­ლებს მათ ყიდ­ვას სთხოვ­და.

"დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი იყო. ჩემი ძმა სპორ­ტულ გა­ზე­თებს ყიდ­და, და - ფორ­თო­ხალს, ხოლო მე - წყალს. ლა­გოს­ში, ქუ­ჩა­ში, მან­ქა­ნებს შო­რის დავ­დი­ო­დით და მძღო­ლებს მათ ყიდ­ვას ვთა­ვა­ზობ­დით.

ვი­ცო­დით, რომ უნდა გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით და გვეს­მო­და, რომ ერ­თად ყოფ­ნას ასეთ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბო­დით და გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ფულს მა­გი­და­ზე ვაგ­რო­ვებ­დით. შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს უფ­როს დას ვაძ­ლევ­დით, ის საჭ­მელს გვიმ­ზა­დებ­და, ყვე­ლა­ფერს აწეს­რი­გებ­და და ფულს გან­კარ­გავ­და.

ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლი იყო ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შემ­ქმნა მე, ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა იმ ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც ახლა ვარ", - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი.

Sportall.Ge

ოსი­მე­ნის თქმით, ის მუდ­მი­ვად ეძებ­და გზებს, რომ თავი და­ეღ­წია ასე­თი ცხოვ­რე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ, ეცხოვ­რა ისე, რომ საჭ­მლის ფული ჰქო­ნო­და, მი­ე­ღო გა­ნათ­ლე­ბა. იმის­თვის, რომ ტან­საც­მელ­ში ფული და­ე­ზო­გა; ნა­გავ­საყ­რელ­ზე და­დი­ო­და - იქ პო­უ­ლობ­და სა­მოს­სა და ფეხ­საც­მე­ლებს.

"ყო­ველ პა­რას­კევს ან კვი­რას დავ­დი­ო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. დიდ­ხანს ვრჩე­ბო­დით იქ და ეს სა­ხა­ლი­სოც კი იყო. ჩვენ ამას ისე ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორც თა­მაშს, მაგ­რამ რო­დე­საც ამა­ზე ვფიქ­რობ... ეს ბრძო­ლაა.

ხან­და­ხან ვი­პო­ვი­დი ფეხ­საც­მელს მარ­ჯვე­ნა ფე­ხის­თვის, შემ­დეგ ვი­წყებ­დი მარ­ცხე­ნა ფე­ხის­თვის ფეხ­საც­მლის ძებ­ნას. ბო­ლოს, ბევ­რი ძებ­ნის შემ­დეგ, ვპო­უ­ლობ­დი. ჩემი და ყვე­ლა­ფერს კე­რავ­და და სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გი გა­მო­დი­ო­და. დიახ, ეს გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა იყო", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.