"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ესპანური Mundo Deportivo იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდება და თუ ერლინ ჰოლანის შეძენას ვერ მოახერხებენ, სწორედ ნიგერიელისთვის იბრძოლებენ. აურელიო დე ლაურენტისი შემტევში მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა და ნეაპოლელთა მაისურით 51 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა. 

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

მკითხველის კომენტარები / 8 /
რეალი ღრუტუნებს...
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:25
1
ოსიმენი,ხვიჩა,იტალიელი ფეხბურთელები,მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ და ამ პერიოდში,კარგად აღიდგენენ ძალებს.როდესავ ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა განახლდება,ეს ნაპოლის უპირატესობას მისცემს,მსოფლიოს პირველობაზე ნათამაშები ბიჭებით გავსებული სხვა ლიდერი კლუბების წინააღმდეგ.ხომ ცხადია,რომ ისინი,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გადაღლილები იქნებიან.დღევანდელი ნაპოლი, გამოცდილებით ჩამორჩება გრანდებს,მაგრამ საუკეთესო 4 გუნდში,ალბათ მაინც უნდა მოხვდეს.მომავალ წელს კი,თუ შემადგენლობა შეინარჩუნეს და ერთი ორი პოზიცია გააძლიერეს,წლევანდელი გამოცდილების დამატებით,მათ უკვე ლიგის მოგების რეალური შანსიც გაუჩნდებათ.წელს ნაპოლი,ფაქტობრივად კაპიკების დახარჯვით გაძლიერდა და ამ წელიწადში იმხელა მოგებას ნახავს,სერიოზული გაძლიერებისათვის საკმარისი სახსრები უნდა გაუჩნდეს და საკვანძო ფეხბურთელებიც შეინარჩუნოს.ამიტომ, არა მგონია ,ოსიმენს მოუნდეს რეალში წასვლა.ნაპოლის თვითონ შეუძლია გვერდში ამოუდგეს გრანდებს და იყო დიდი გუნდის შემქმნელი ერთერთი გმირი,ნამდვილად სჯობია,დიდ გუნდში გადასვლის შეგრძნებას.თუ გუნდის მეპატრონე დე ლავრენტისი შესძლებს და ამაში დაარწმუნებს ფეხბურთელებს,ნაპოლის ნამდვილად შეეძლება ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა.
სოსო
13 ნოემბერი 2022 21:53
0
რეალი ოსიმენს არ იყიდის, ჰალანდს უმიზნებენ 2025-ში
მამუკა
13 ნოემბერი 2022 06:08
0
ოსიმჰენი მძიმე ფორვარდია და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ნაპოლი მას და კვარას მინიმუმ ზაფხულამდე შეინარჩუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დი ლაურენტისს უბსტრუქციას მოუწყობენ!
ლაშა
12 ნოემბერი 2022 22:37
3
კვარა ასისტობს ოსიმენზე,ოსიმენი იტანს და ფასიც ემატება.მასე რო ასისტობდეს ოსიმენიც,სხვებიც გაიტანდნენ.კი ძლიერია,მაგრამ დაღეჭილ პასს ბევრი გაიტანს.კაი ბიჭია მაგრამ ზომიერზე მეტი ეგოიზმი აქვს.
გულშემატკივარი
12 ნოემბერი 2022 21:41
25
გირჩევ კიდევ ნახო მისი გოლები რომელი დაღეჭილი კაცი იბრძვი გამწარებით
მოსეხონელი
13 ნოემბერი 2022 08:01
1
შემდეგი ზაფხულისათვის ნაპოლი რეალზე უფრო წარმატებული გუნდი იქნება, ვინაიდან მას მოგებული ექნება სკუდეტო, იტალიის თასი და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იქნება! დიდება საქართველოს, ქართულ გენს, ქართულ თვითმყოფად ფეხბურთს, იმედი მაქვს, არა დარწმუნებული ვარ ჩვენი ხვიჩა გვასახელებს!
aburjga
12 ნოემბერი 2022 18:51
5
შემდეგი კვარაცხელია იქნება, დამიჯერეთ
შალვა
12 ნოემბერი 2022 15:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული