"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ესპანური Mundo Deportivo იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბლანკოსი" მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდება და თუ ერლინ ჰოლანის შეძენას ვერ მოახერხებენ, სწორედ ნიგერიელისთვის იბრძოლებენ. აურელიო დე ლაურენტისი შემტევში მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა და ნეაპოლელთა მაისურით 51 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა. 

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

ასევე დაგაინტერესებთ