"ის ხელშეუხებელია" - დე ლაურენტისმა 125 მილიონ ევროიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ნაპოლის" შემტევი ვიქტორ ოსიმენი უამრავი ევროპული გრანდის სამიზნეა. იტალიური გამოცემა Repubblica-ს ცნობით, გასულ ზაფხულს, მის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 125 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა.

"ოსიმენს ამჟამად ერთადერთი მიზანი აქვს და ეს "ნაპოლის" ჩემპიონობაა. მომავალ ზაფხულს ნიგერიელი სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

დე ლაურენტისის დასარწმუნებლად კლუბებს დიდი თანხის გაღება მოუწევთ. რადგან გასულ ზაფხულს, იტალიელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 125 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა" - წერს გამოცემა.

ოსიმენი "ნაპოლისთან" ერთად ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ნიგერიელმა ყველა ტურნირზე ჯამში 14 შეხვედრა გამართა,
თავი კი 10 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, ვიქტორი სერია A-ში 9 გატანილი გოლით, იტალიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

alt"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

altდე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა - კვარაცხელია და ოსიმენი არ გაიყიდება

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ საიდან იცი ფული უყვრს ,დუდუკი თუ ქალები.არა თქვა პური ერთად გვიჭამია შუამთაშიო
სირცხვილია
19:45 19-11-2022
2
Romeli lideri gayida de laurentisma???iguaini ar chatvalo(gamosasyidi gadaixada iuvem)boloc vinc lideri yavdat hamshiki,mertensi,insinie kontraktebi dautavrdat,kulibalis 100mln daado ro ar gaeshva..
L.J .
16:18 19-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული