ერთი გენიალური დეტალი, რომელიც რონალდოსა და მესის ფოტოში ვერავინ შეამჩნია

AutoSharing Option
გუშინ, 19 ნოემბერს, სოციალურ ქსელში ლუი ვიტონმა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ახალი ფოტო გამოაქვეყნა... რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა არის ერთი გენიალური დეტალი, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა გაითვალისწინა და ადამიანებმა ვერ შეამჩნიეს.

დააკვირდით სათამაშო სიტუაციას, ლოგიკური შეკითხვაა თუ ვინ გაიმარჯვებს? ამ შემთხვევაში ჭადრაკის ქვები ისეა დაწყობილი, როგორც 2017 წელს ჰიკარუ ნაკამურასა და მაგნუს კარლსენის შეხვედრაში ეწყო, ის დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

ვფიქრობ, ლუი ვიტონმა ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ თავიდან აირიდოს გულშემატკივრების მორიგი დაპირისპირება, თუ რომელი
უკეთესია.

ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეხბურთელებმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც განათავსეს და მოწონებებიც დაიმსახურეს - ლიონელ მესის გვერდზე 22 730 976, ხოლო კრიშტიანო რონალდოსაზე - 28 402 638.


მკითხველის კომენტარები / 16 /
ეხლაც "თანაბარები" არიან? მესიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

საერთოდ მესის გვერდზე რონალდუს მოხსენიება-გათანაბრება არ შეიძლებოდა არასდროს და მესიმ საბოლოოდ ჩამოიშორა დაასრულა ეს მარაზმი. არის მხოლოდ ერთი - მესი და სხვა არავინ. ეს ეპოქა თავიდან ბოლომდე იყო მესის და სხვა არავის. დიდი ფეხბურთელია შეიძლება რონალდუ მაგრამ მესისთან საერთოდ არც უნდა გაიფიქროთ ვინმეს შედარება
MESSI
01:12 26-12-2022
0
ეს ის ხელჩანთაა რომლითაც თასი გადააქვთ. ,,თასზე თამაშობენ"
KK77
06:49 21-11-2022
0

სიახლეები პოპულარული