იკარდი "გალათასარაიში" დარჩება? - თურქებს არგენტინელის გამოსყიდვა სურთ

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, "გალათასარაის" მაურო იკარდის გამოსყიდვა სურს.

როგორც იცით, 29 წლის ფორვარდი სტამბოლურ გუნდში პსჟ-იდან იჯარით თამაშობს. თურქული კლუბი მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს.

მიმდინარე სეზონში იკარდიმ თურქეთის სუპერლიგაში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ