პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია "ქალაქელთა" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კატალონიელი წელიწადში 20 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

"შეუძლებელია, ამაზე უკეთეს ადგილას ვიყო. 7 წლის განმავლობაში ცუდი მომენტებიც გვქონდა, თუმცა ხელმძღვანელობისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ყველაფერი მაქვს, რაც წარმატების მისაღწევად მჭირდება. როდესაც დავინახავ, რომ ტიტულებისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ, აუცილებლად განზე გავდგები" - განაცხადა გვარდიოლამ.

პეპი "მანჩესტერ სიტის" 2016 წელს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც "ქალაქელები" მანუელ
პელეგრინიმ დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში "სიტიმ" 11 ტიტული მოიგო: ინგლისის თასი, 4-ჯერ პრემიერლიგა, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და 2-ჯერ ინგლისის სუპერთასი.

მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერ "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება.

alt"უკვე მივაღწიე იმას, რის გამოც ინგლისში ჩამოვედი..." - პეპ გვარდიოლა

alt"ჩვენს გუნდს ახალი ფორვარდი სჭირდება..." - პეპ გვარდიოლა

alt"გუნდში ისეთი ფეხბურთელი არ ირიცხება, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს, ამიტომ..." - პეპ გვარდიოლა

ასევე დაგაინტერესებთ