უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს ორი თვით პატიმრობა მიესაჯა

AutoSharing Option
პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შეუძლია გირაოს სახით 9 მილიონ 880 ათასი გრივნა (218 ათასი ევრო) გადაიხადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი კონსტანტინ ანდრიუკი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

ასოციაციის გენერალურ მდივან იური ზაპისოცკისაც ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა.

მათ ბრალი ხელოვნურსაფარიანი მოედნების დამზადების ქარხნის მშენებლობისას დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ედებათ.

სასამართლოზე პაველკოსა და ზაპისოცკის მხარდასაჭერად უკრაინის ფეხბურთის ლეგენდები ოლეგ ბლოხინი, იგორ ბელანოვი, ალეკსეი მიხაილიჩენკო და ანატოლი დემიანენკო იმყოფებოდნენ.