დიდი ეპოქის დასასრული? - რონალდო ევროპას ტოვებს და სუპერკონტრაქტს აფორმებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა. 

წყაროს ცნობით, "ალ-ნასრისთან" გარიგება დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონურად კი გასამრჯელოს სახითა და პლუს რეკლამებით, ანაზღაურება 200 მილიონი ევრო ექნება!

ვერცერთმა ევროპულმა, ვერც MLS-ის გუნდმა, კრიშტიანოს მისთვის ხელსაყრელი პირობები ვერ შესთავაზა, ამიტომაც ვეტერანმა ვარსკვლავმა, წესით, საუდის არაბეთს უნდა მიაშუროს. 

შეგახსენებთ, რომ რონალდო ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ასპარეზობს და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი ცხოვრების პელე,მარაფონა და კრუიგიც არი.მე ფეხბურთი ყველაფერხე მწტად მიყვარს მაგრამ რონალდო და მესიმ ჯერჯერობით ყველაზე დიდი სიამოვნრბა მონანიჭა როგორც ფენომენმა და რონალდინიომ ასევე დელპიერომ ზიდანმა.მაგრამ ჩემთვის რონალდო მუდამ პირველია.ბოდიში იმათ ვისი თამასი არ მახსოვს.ხოლო რაც შეეხება არაბეთს მშვენიერი კონტრაქტია
ლუკა
20:59 01-12-2022
3
სადაც უნდა იქ წავიდეს მან ყველას დაუმტკიცა რომ მაგარი ფეხბურთელია მიუხედავად იმისა რომ მე მესის გულშემატკივარი ვარ და მაგრად არ მევასება ეს ფეხბურთელი მაგრამ სიმართლეს წინ ვერ დაუდგება ვერავინ მაგარია ეს კაცი და მაგარი ფეხბუთიც ითამაშა
კაკო
11:24 01-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული