უცხოური ფეხბურთი
სხვადასხვა
16:05 30-11-2022
კოლუმბიელი ფეხბურთელი მოულოდნელად, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა
AutoSharing Option
Yes
No
კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 22 წლის ასაკში ფეხბურთელი ანდრეს ბალანტა გარდაიცვალა.
L'Equipe-ის ინფორმაციით, ის სამშაბათს ვარჯიშზე დაეცა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ბალანტა "დეპორტივო კალის" აღზრდილია, განათხოვრებით კი "ატლეტიკო ტუკუმანში" ასპარეზობდა.
ტეგები:
ანდრეს ბალანტა
ავტორი :
ლაშა ბეგიაშვილი