გაასწრო მარადონას, გაუთანაბრდა ბატისტუტას - გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

მოგეხსენებათ, შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გოლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი კი ლიონელ მესი გახდა.

ამით ლეოს "ალბისელესტეს" რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 10 გოლი მოუგროვდა, რითიც გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა.

ამ მუნდიალზე მესიმ დიეგო მარადონას უკვე გაასწრო, რომელსაც 8 ბურთი აქვს შეგდებული. საინტერესოა, გაუტანს მესი ხორვატიასაც და გახდება მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...

alt

- გახდება მესი არგენტინის ყველა დროის საუკეთესო?" />არგენტინის გულშემატკივრებმა გამარჯვება მთელს მსოფლიოში აღნიშნეს [VIDEO]

alt"სულელო, აქედან მოშორდი! იქით წადი!" - ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ გაბრაზებულ მესის ძლივს აწყნარებდნენ [VIDEO]