ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად კუმანი დანიშნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელ ლუი ვან გაალს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მას რონალდ კუმანი შეცვლის.

კუმანს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ის მუშაობას იანვრიდან შეუდგება.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებში 11 წელი თამაშობდა და მის რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-2020 წლებში ამ გუნდის მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

"ახალი თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ველი. წელიწადნახევრის წინ ეროვნული გუნდი უკმაყოფილების გამო ნამდვილად არ დამიტოვებია. ჩემი აქ ყოფნა სასიამოვნო, შედეგები კარგი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა კი შესანიშნავი
იყო. მალე ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ", - განაცხადა კუმანმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კიდევ ვარეს უზამს :)
ნიკა
11 დეკემბერი 2022 22:17
0
კუმანს საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა ნაკრებში და შეცდომა იყო მისი ბარსაში წასვლა.მეც ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.ვინმეს გეგულებათ ამაზე უკეთესი ვარიანტი?არის დღეს ისეთი ჰოლანდიელი მწვრთნელი ვისაც შეუძლია ნაკრების გაძღოლა?ტენ ჰაგი არ თქვათ რადგან ეს შეუძლებელია.ნისტელროი?მას ჯერ არაფერი დაუმტკიცებია.სხვა ვინმე გეგულებათ?
Master
11 დეკემბერი 2022 12:08
0
ჰოლანდიას ყოველთვის მაგარი ფეხბურთელები ყავს, მითუმეტეს შემტევები, კუმანი ვან გაალზე უარესია, ვინმე წესიერი ვერ იპოვეს?
nnn
10 დეკემბერი 2022 21:42
1
მაგალითად ვინ?ესენი უცხოელს არ დანიშნავენ და ვინმე სხვა გეგულებათ?
Master
11 დეკემბერი 2022 12:09
0
ამათ კუმანის და ვანგაალის გარდა სხვა ვერავინ ნახეს წრეებზე რომ დადიან?
nika
10 დეკემბერი 2022 21:09
0
ბავშვობიდან ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ. დღეიდან დაიწყება ნიდერლანდების ნაკრების დაღმა სვლა. ძალიან ვწუხვარ,რომ კუმანი დანიშნეს. მახსოვს, როცა ბარსელონადან გამოუშვეს,მთელი გუნდი ხარობდა და ძალიან უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ფეხბურთელები. ამასაც თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა სადმე რაიმეს მიაღწია? რაიმე თასი მოიპოვა როგორც მწვრთნელმა?
თავადი
10 დეკემბერი 2022 21:07
1
შეცდომა იყო კუმანის ინიციატივით ნიდერლანდების ნაკრებიდან წასვლა. ეხლა შეცდომა თვითონ გამოასწორა, მაგრამ უკვე მერამდენედ გაანიავა ნიდერლანდების ჩემპიონობის შანსი!
ლაშა
10 დეკემბერი 2022 18:27
7

სიახლეები პოპულარული