ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად კუმანი დანიშნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელ ლუი ვან გაალს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მას რონალდ კუმანი შეცვლის.

კუმანს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ის მუშაობას იანვრიდან შეუდგება.

კუმანი ნიდერლანდების ნაკრებში 11 წელი თამაშობდა და მის რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018-2020 წლებში ამ გუნდის მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

"ახალი თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ველი. წელიწადნახევრის წინ ეროვნული გუნდი უკმაყოფილების გამო ნამდვილად არ დამიტოვებია. ჩემი აქ ყოფნა სასიამოვნო, შედეგები კარგი, ფეხბურთელებთან ურთიერთობა კი შესანიშნავი
იყო. მალე ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ", - განაცხადა კუმანმა.