მაკალისტერი: მესისთან შეხვედრისას ოფლმა დამასხა, ხელები ამიკანკალდა

AutoSharing Option
"ბრაიტონისა" და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის მაკალისტერმა ლეო მესისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

"ძალიან ვნერვიულობდი, ხელები მიკანკალებდა. მორცხვი ბიჭი ვარ, მართლა ვნერვიულობდი.

შემდეგ კი მივხვდი, ის რამდენად თავმდაბალია. მაშინ "ბოკა ხუნიორსში" ვთამაშობდი. ევროპაში სათამაშოდ არგენტინიდან ჩავედით, მგონი, ესპანეთში. ჩვენ როდესაც მივედით, მესი სადილობდა.

აკანკალებული ხელებით მაგიდასთან ლეოსთან მისასალმებლად მივედი. ოფლმა დამასხა, მაგრამ ეს საოცარი მომენტი იყო. ის ჩემი კერპია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასთან შეხვედრა და თამაში ფანტასტიკაა", - ციტირებს მაკალისტერს B/R Football-ი.

ასევე დაგაინტერესებთ