ბარსელონაში ალვეშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - ბრაზილიელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
ბარსელონაში დანი ალვეშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა ABC იტყობინება. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი სექსუალურ ძალადობაშია მხილებული.

დაზარალებულის მტკიცებით, ძალადობა ღამის კლუბ "სატონში" მოხდა, რომელიც ქალაქ ბარსელონას ცენტრში მდებარეობს და მას ხშირად არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობს.

თავად ალვეში ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა 39 წლის ფეხბურთელს.

"ბარსელონაში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, რომელიც შაბათს დილით მოხდა, გამოძიება დავიწყეთ" - განაცხადა რეგიონალური პოლიციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ალვეში ამჟამად მექსიკური "პუმასის" ღირსებას იცავს. სხვადასხვა დროს იგი "სევილიაში", "ბარსელონაში", "იუვენტუსში"
"პარი სენ ჟერმენსა" და "სან პაულოში" ასპარეზობდა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

altდანი ალვეში მუნდიალზე ნეიმარის საზედამხედველოდ და ძიძად მიჰყავთ

altდანი ალვეში კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს

altდანი ალვეში: "რეალს" გაუმართლა, რომ გვიან გავიღვიძეთ

ტეგები: