"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ბურთის მაღალ ტემპში გათამაშებას ვერ ვახერხებდით და მეტოქის ნახევარზე თამაში გვიჭირდა. ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ. მეტი ძალა, სისწრაფე და აგრესიულობა გვჭირდება. რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ, ზოგიერთის სათამაშო დონე ზღვარს ქვემოთ იყო.

ოსიმენისთვის აჩერბი უხერხული მეტოქე გამოდგა. უფრო მეტი შეგვიძლია. ფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ და კიდევ უფრო მეტი ვივარჯიშოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს",
5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ მაინტერესებს,ბებო იქნება თუ ბაბუ,ლუჩიანო თუ სიმონე,კვარა ქართველია და ჩვენი ძმაა,ხოდა ჩვენი მხარდაჭერა მას. სერგო მომისმინე,ხვალვე წაიყვან სპალეტის და დაშლილებში ჩააბარებ,თან გააყოლე ლოზანო და პოლიტანო.

კვარა,შენ გადამრევ რა,რაღა ამ შკრინიარს გადაეკიდე,ეგ ისეთი ჩა**** არ მოგეშვება და ფეხს მოგტეხავს,საპასუხო თამაშში უნდა მოსვა თავის ადგილას. კალენდარში ჩავინიშნავ მაგ დღეს,შკრინიარის ბრდღვნა უნდა ვნახო. ხოდა სანამ ცოტა ფული დარჩენილი გაქვს,დაგაზე ლივერპულში და გაეცალე ნეაპოლს.ნუ რეალშიც შეგიძლია,მარა მე ლივერპული მინდა :) რავი იმ ჩემის კლოპმა ყველა იყიდა,ვინც ლივერპული ათრია და რაღა კვარაზე არ იბრძოლებს.

პ.ს. წარმატებები ჩვენებურს და სრული მხარდაჭერა ცხელძაღლოლოგისგან. კვარას ქართველ ჰეითერებს ვეტყოდი,დო ვსტრეჩი ვ კპზ
გურამა ჯინორია
18:21 05-01-2023
7
გმერთმა კნას რომ ვცდებოდე.და ძალიან ნადრევია ამის რეალი და ბარსელონა.არის ერთ ერტი პრესპეკტიული ფეხბურთელი.ვიმეორებ არის პრესპეკტიული.და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს რომ გახდეს ვარსკვლავი....სტაბილურობა არის ვარსკვლავის წინაპირობა!! ჩასაფრებულის პოზიციდან არ ვწერ.გულით სულით ვბალეშიკომ ან როგორ არ უნდა უბალეშიკო.მაგრამ ძალიან ფანტაზიორობთ ზურნალისტები!!!კვარა ცოტა მოითბინე დაეშვი ქვემოთ ორმაგად იმუშავე შენ თვზე სულლ რაგაც 10 -15 წელი გიწევს თამაში.გახარო შენი ოჯახი და შენი ერი!იმედია ესეც იკნება.ვნახოდ.გმერთი შენსკენ.
NESTA:)))
14:55 05-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული