"ნაპოლი" გამოცდილ მცველს იმატებს - სამედიცინო შემოწმება გავლილია

AutoSharing Option
"სამპდორიას" მარჯვენა ფლანგის მცველი ბართოშ ბერესზინსკი იჯარის წესით "ნაპოლიში" ითამაშებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბერესზინსკიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და სულ მალე საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

"პარტენოპეი" მის სანაცვლოდ 1.8 მილიონ ევროს გადაიხდის. პოლონელს "სამპდორიასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. აურელიო დე ლაურენტისს მისი დამატება ჯოვანი დი ლორენცოს შემცვლელად სურდა.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი გამართა, ბერესზინსკის სხვადასხვა დროს პოლონურ "ლეხსა" და "ლეგიაში" უთამაშია, გამოცდილი მცველი პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან ასპარეზობს, 2022 წლის მსოფლიოს
ჩემპიონატზე კი მონაწილეობა ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრაში მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული