"რონალდო კარიკატურულ ფეხბურთამდე და მარიონეტის როლამდე მივიდა" - პორტუგალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ჟოზე მანუელ რიბეირუმ რონალდოს "ალ ნასრში" გადასვლა გააკრიტიკა.

"საუდის არაბეთის არჩევაში ყველაფერი კატასტროფულია: მეოთხე ხარისხის კარიკატურული ფეხბურთი, რეჟიმის მარიონეტის როლი, რომელიც უკვე სამშაბათს დაიწყო (კლუბს თვით ქალთა გუნდი ჰყავს) და უპირველეს ყოვლისა ეს ნაგვიანები და თავშეკავებული, მაგრამ ინფლიუენსერის რანგში ამაზრზენი დებიუტი.

როგორც ჩანს, რონალდოსთვის რეჟიმები, ისევე როგორც ამ რეჟიმების ადამიანები, განისაზღვრებიან იმ ავტომობილების ძრავის მოცულობით, რომლებითაც ისინი გადაადგილდებიან, საათებით, რომლებიც აქვთ, ფეშენებელური სასტუმროებით, რომლებშიც ცხოვრობენ და სუნამოების სურნელით, რომლებსაც შეისუნთქავენ.

ყოველ შემთხვევაში, მოედანს მიღმა მთელმა მისმა კარიერამ (მოედანზე
მომიტევეთ და მისი საშუალო მაჩვენებელი დიდებულთან მიახლოვებული იყო) ამ უკანასკნელ და ფუნდამენტურ როლამდე მიიყვანა: სამეფოში ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს რიბეირუ Publico-ს სვეტში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოქლიავებულებო! სპორტსმენი ნელა იწყებს, თანდათან უმატებს და ადის მწვერვალზე, იქიდან კი ან თავით უნდა გადმოვარდეს და დაასკდეს მიწას (განაცხადოს ვამთავრებ კარიერას და შეწყვიტოს ვარჯიში) ან თანდათან უკლოს და მივიდეს კარიერის დასასრულზე. როლანდომ აირჩია მეორე, რაა ამაში დასაზრახი? 37-38 წლის ასაკში იმ დონის ვარჯიში, რომელიც ტოპკლუბში ძირითადში თამაშს უნდა, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
ჟორა გაბრიჭიძე
13:01 08-01-2023
2
როგორ უნდა გინდოდეს რაიმე ძაგების ფაქტზე ინფორმაციის მოძიება,თანაც საშობაოდ,რომ ვიღაც ჟოზე მანუელ რიბეირუს სიმყაყე მოძებნო და პირველ გვერდზე ,,მნიშვნელოვან" ცნობად გამოიტანო?!
და ვინ არის საერთოდ?
პორტუგალიელი ვახო სანაიაა თუ ნიკა გვარამია?!
აი კვარაცხელიას,ტალახაძეს და ზოგადად წარმატებულ ქართველებს რომ ჰკბენენ,თავისი არარაობის ,,გადასაფარად"
ადამიანი
10:59 08-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული