პორტუგალიის ნაკრებს სათავეში რობერტო მარტინესი ჩაუდგა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად 49 წლის ესპანელი რობერტო მარტინესი დანიშნეს, რომელმაც ფერნანდუ სანტუში შეცვალა.

მარტინესი 2016 წლიდან ბელგიის ეროვნული გუნდის თავკაცი იყო, რომელიც მისი ხელმძღვანელობით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა. იქამდე ის "სუონსიში", "უიგანსა" და "ევერტონში" მუშაობდა.

მარტინესმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ რონალდოს იმედი აქვს, რამეთუ ის 19 წელია ნაკრებშია და პატივისცემას იმსახურებს.

ასევე დაგაინტერესებთ