დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ნიგერიელ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს მხოლოდ 140 მილიონის სანაცვლოდ შეელევა. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

"დე ლაურენტისი ფიქრობს, რომ ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მასში ამხელა თანხის მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია. ნიგერიელი შეტევაში ბრწყინვალედ გამოიყურება. გარდა ამისა, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს გადაცემებით ამარაგებს." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, ოსიმენის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.

ნიგერიელმა ამ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 16 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით
გამოიჩინა. ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს ფრანგული "ლილიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი