ჟოაო ფელიქსი იჯარის წესით "ჩელსიში" ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი ჟოაო ფელიქსი 6-თვიანი იჯარით "ჩელსის" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა გაავრცელა.

ლონდონელები "როხიბლანკოს" იჯარის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს გადაუხდიან. "არისტოკრატები" 23 წლის ფეხბურთელის ხელფასს სრულად დაფარავენ. აღსანიშნავია, რომ  კონტრაქტის მიხედვით, "ლურჯებს" პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

ჟოაუს დამატება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" და "არსენალსაც" სურდათ, თუმცა ორნშტეინის მტკიცებით, ფელიქსი ყველაზე მეტად "ჩელსის" პროექტმა მოხიბლა.

პორტუგალიელი "ატლეტიკოს" 2019 წელს "ბენფიკადან" 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ჯამში ლა ლიგაში 94 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

altჟოაო ფელიქსის დამატება 3 ინგლისურ

გუნდს შესთავაზეს

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოაო ფელიქსის შეძენას შეეცდება

altჟოაო ფელიქსი: როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გამიკვირდა: "ნახე, 126 მილიონი ვღირვარ!"

ასევე დაგაინტერესებთ