მატჩის შემდეგ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ DAZN-ის ეთერში ისაუბრა, იტალიელმა მოწინააღმდეგეთა რიგებიდან ვიქტორ ოსიმენი გამოყო და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ნიგერიელის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
"ზოგჯერ, როდესაც მარცხდები არ იმსახურებ, თუმცა "ნაპოლისთან" წაგებას ვიმსახურებდით. მატჩში დაბრუნება შეგვეძლო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.
"ნაპოლის" ამ გამარჯვებას ვულოცავ. პირველი 20 წუთის განმავლობაში ზედმეტად სიღრმიდან ვმოქმედებდით. არაერთი კარგი შანსიც გვქონდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი ყველა დარტყმა გოლად აქცია.
ოსიმენს
"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.
"იუვენტუსი" 37 ქულით გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს, "ბიანკონერი" 20 იანვარს "მონცას" უმასპინძლებს.
სპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია