"ბარსელონაში" დაბრუნება გამორიცხულია - მესის მომავალი გაირკვა

AutoSharing Option
ლიონელ მესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება, ამის შესახებ TyC Sports-ის ჟურნალისტი გასტონ ედული იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლეოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მისი მამა, ხორხე მესი ნასერ ალ-ხელაიფისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ლა პულგამ" შემოთავაზება MLS-იდანაც მიიღო, მაგრამ არგენტინელი ამას სერიოზულად არასდროს განიხილავდა, მას ევროპაში დარჩენა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას სურს" - წერს ედული.

მესიმ "ბარსელონა" 2021 წლის ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარიზულ კლუბს შეუერთდა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ამავე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დედაქალაქელთა რიგებში 20
მატჩი ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 14 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altსაფრანგეთში ლიონელ მესის მაისურზე ფეხს იწმენდენ

altლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამდენჯერაც ასეთ სტატიას ვკითხულობ ლეოს შესახებ, იმდენჯერ "მოვიკითხავ" ლაპორტას. დღემდე ვერ მომინელებია მესის "გაშვება" ბარსადან. რა ვიცი ლეოს მერე ლავანდოვსკისთვის თავი მოიკლა გასიებულმა მაფიოზმა ლაპორტამ და ვინ აღარ შემოყარა გუნდში. ლეოს მერე მეზიზღება ბარსაც და მისი ყოველი ფეხბურთელიც და მწვრთნელებიც, აღარ ვიძახი დამპალ ლაპორტაზე. ბარსა როგორც გუნდი, აღარ არსებობს ჩემთვის!
გია
13:28 15-01-2023
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული