"ბარსელონაში" დაბრუნება გამორიცხულია - მესის მომავალი გაირკვა

AutoSharing Option
ლიონელ მესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება, ამის შესახებ TyC Sports-ის ჟურნალისტი გასტონ ედული იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლეოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მისი მამა, ხორხე მესი ნასერ ალ-ხელაიფისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ლა პულგამ" შემოთავაზება MLS-იდანაც მიიღო, მაგრამ არგენტინელი ამას სერიოზულად არასდროს განიხილავდა, მას ევროპაში დარჩენა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას სურს" - წერს ედული.

მესიმ "ბარსელონა" 2021 წლის ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარიზულ კლუბს შეუერთდა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და ამავე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დედაქალაქელთა რიგებში 20
მატჩი ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 14 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altსაფრანგეთში ლიონელ მესის მაისურზე ფეხს იწმენდენ

altლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა

ასევე დაგაინტერესებთ