სპერციანი "რეალში"? – "სამეფო კლუბმა" კომენტარი არ გააკეთა

AutoSharing Option
Transfermarkt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კრასნოდარისა" და სომხეთის ნაკრების 22 წლის შემტევი ნახევარმცველის, ედუარდ სპერციანის სამსახურით "რეალი" დაინტერესდა.
ამასთან დაკავშირებით "სპორტ-ექსპრესი" "სამეფო კლუბს" დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლა აპირებენ თუ არა სპერციანის შეძენას.

"ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - უპასუხა "რეალის" პრესსამსახურმა.

სპერციანი "კრასნოდარის" აღზრდილია, პირველ გუნდში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 9 მილიონი ევროა.

ამ სეზონში მან კლუბში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა.