BBC-ის ჟურნალისტი: "ჩელსიში" ზახარიანი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაასახელა ერთადერთი პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში 19 წლის შემტევი არსენ ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" "ჩელსიში" გადავა.

BBC-ის ჟურნალისტმა ბობ ჰოვარდმა თავდამსხმელ მიხაილ მუდრიკის "შახტარიდან" "ჩელსიში" გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი: "ჩემთვის ამ ტრანსფერის შეფასება ძნელია. დიახ, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ 100 მილიონი არ ღირს. ამ ფასად მისი და არსენ ზახარიანის ერთად შეძენა შეიძლებოდა. ხურდაც დარჩებოდა.

მართალი გითხრათ, ზახარიანი ზოგიერთი მაჩვენებლით უკრაინელზე უკეთესია. უფრო ძლიერია, კრეატიულია, შესანიშნავი პასი აქვს. პერსპექტივაში "ჩელსისთვის" კარგი ნახევარმცველია. ვფიქრობ, ამ ზაფხულს მისი ლონდონურ გუნდში გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი, თუ რუსეთის მოქალაქეობას სომხურით შეიცვლის.

მუდრიკი და ზახარიანი ერთ კლუბში? ძმები ბოულები იმდენად უცნაურ რამეებს აკეთებენ, არ გამიკვირდება, თუ ეს ორი ფეხბურთელი ერთ გუნდში აღმოჩნდება. "ჩელსის" ახალი მფლობელები ფულის უყაირათოდ ხარჯვით აჩვენებენ, როგორი "მმართველები" არიან. აბრამოვიჩისა და გრანოვსკის პერიოდში ასეთი რამეები არ ხდებოდა".