"ვინ არის საუკეთესო შემტევი სერია A-ში?" - ტოტიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, Bepi TV1-ის ეთერში სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.

იტალიელის აზრით, ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი "ნაპოლის" ნიგერიელი შემტევი ვიქტორ ოსიმენია.

"ვინ არის ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი სერია A-ში? ჩემი აზრით, ეს ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელი ძალიან შედეგიანია, თუმცა არამხოლოდ გოლების გამო.

ვიქტორი ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევს და თანაგუნდელებისთვის მუდამ ხელმისაწვდომია", - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 18 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

-31JAN/01/3-kvaracxelia_23739.jpg" border="0" alt="alt" title=""ვინ არის საუკეთესო შემტევი სერია A-ში?" - ტოტიმ "ნაპოლის" ფეხბურთელი გამოარჩია" style="height: 50px; width: 50px;" />ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა