"პოლიტანო ეგოისტი მოთამაშეა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა შემტევი გააკრიტიკა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, იტალიის სუპერთასის მერვედფინალში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე სერია A-ს აუტსაიდერთან, "კრემონეზესთან", თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯენარო მონტუორიმ "პარტენოპეის" გარემარბი მატეო პოლიტანო გააკრიტიკა და 29 წლის შემტევს ეგოისტი უწოდა.

"როდესაც მოედანზე შევიდა, რამდენიმე წუთშივე შევცვლიდი და  უკან ვუხმობდი, რადგან ის ეგოისტი მოთამაშეა და გუნდისთვის არ  თამაშობს" - განაცხადა მონტუორიმ Tele A-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 21 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში, "სალერნიტანას" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


ასევე დაგაინტერესებთ