"მესის ხელფასი რამდენი აქვს?!" - როგორ და რატომ დატოვა რონალდომ "რეალი", კონფლიქტი მენდეშთან და კარიერული ვარდნის ამბები

AutoSharing Option
ესპანური El Mundo იმ დეტალებზე წერს, რის გამოც კრიშტიანო რონალდომ 2018 წელს მადრიდის "რეალი" დატოვა.

"წლების განმავლობაში პორტუგალიელი იყო შეპყრობილი იმით, თუ რამდენი იყო არგენტინელის ანაზღაურება "ბარსელონაში". თუ მას არ შეეძლო ეთქვა, რომ საუკეთესო იყო, სულ მცირე, სურდა ყოფილიყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი.

ერთ-ერთ დაჯილდოებაზე მან კატალონიელთა იმჟამინდელ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს ჰკითხა, რამდენი იყო ლეოს ანაზღაურება, რაზეც "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მიუგო, რომ ზუსტ რიცხვს ვერ დაუსახელებდა, თუმცა მესი მასზე 2-ჯერ მეტს იღებდა.

ამის შემდეგ კრიშტიანომ უკვე "სამეფო გუნდიდან" აბარგებაზე დაიწყო ზრუნვა. მას აგენტი
ჟორჟე მენდეში უმტკიცებდა და ეუბნებოდა, რომ "რეალში" უნდა დარჩენილიყო, რადგან იქ მინიმუმ 2 "ოქროს ბურთსა" და კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებდა, თუმცა რონალდომ არ დაუჯერა და "ვეკია სენიორაში" გადაბარგდა, სადაც მისი ანაზღაურება კვირაში 566 000 ევრომდე გაიზარდა.

ამ ყველაფრის შემდეგ პორტუგალიელსა და ჟორჟე მენდეშს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ჯერ იყო "იუვენტუსში" არცთუ ისე კარგი სეზონები, შემდეგ კი წარუმატებელი ტრანსფერი და დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში", - წერს გამოცემა. 

საინტერესოა და სათქმელია ისიც, რომ "წითელი ეშმაკებიდან" აბარგებასა და რონალდოს ახლო აღმოსავლეთში წასვლაში მენდეშს წვლილი არ მიუძღვის, რადგან ის უკვე მისი აგენტი აღარ იყო.

მოგეხსენებათ, რონალდო ამჟამად "ალ-ნასრში" ბურთაობს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ის სეზონურად 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა არ აძღებთ, რა არ ყოფნით? გასკდნენ მაგათი დდშ.
კვირაში ნახევარი ან მილიონი ევრო...ან სამჯერ მეტი... რაში ჭირდებათ? რაში ხარჯავენ?
აზარტში არიან, ვის უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ.
ლაშა გურია
26 იანვარი 2023 11:11
2
შეიძლება არცჭირდებათ მაგრამ , მაგისთვის ფული ნიშნავს პრესტიჟს და იმას რომ ვინც მეტს შოულობს , უფრო მაგარი ფეხბურთელია . მესის ქველმოქმედების შესახებ -იუნესკო ბავშთა და განათლების ფონდმა სასწაული ციფრები გამოაქვეყნა , რამოდენიმე ასეულ მილიოზეა ლაპარაკი , რონალდოც ბევრს ეხმარება , მაგრამ მესის მგონი ვერ სჯობნის.
კახაბერი
27 იანვარი 2023 18:15
0
არა მგონია ასეთი შტერი იყოს ღონალჯუ. ყვითელი პრესის სპეკულაციას გავს.
შეტევა
26 იანვარი 2023 09:19
2
ანუ, ბართომეუს ,,ჩორტი ჩაუგდია" და ნელი მოქმედების ნაღმი ჩაუდო რეალს. :)
გივი
25 იანვარი 2023 15:52
1
ნახმი თუ ვინმეს ჩაუდ ისევ რონალდოს რა წააგო რეალმა რო გაუშვა რონალდო??? რამდენშიც იყიდა იმდენში გაყიდა ,, რონალდოს წასვლის მერეც მოიგო ლიგა ლა ლიგა არ მოკლებია ტიტულები,,, და რონალდოს რა??? იქამდე დაეშვა რო მანჩესტერმა ამოაპანღურა და ამოყობსაუდოა არაბეთში თავი,,, გამოდის ის რო რეალს ნახმი კიარ ჩაუდო ფული აშოვინა
ქუთაისელი
25 იანვარი 2023 16:56
2
ყველაზე მაღალანაზღაურებადი არა ცელი!!!
მბაპეს ბევრად მეტი აქვს და მბაპეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი!!!
ნიკოლოზი
25 იანვარი 2023 15:47
14
როგორც ჩანს არ იცი რომ 200 მილიონი წელიწადში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა :)
შინჯინი
25 იანვარი 2023 17:37
0
შეცდომა იყო რეალიდან წასვლა. რეალი მწვერვალია და სადაც უნდა წახვიდე დაბლა ჩამოსვლას ნიშნავს. ფული თუ უნდოდა ახლა ყველაზე კმაყოფილი უნდა იყოს.
G.LA
25 იანვარი 2023 13:46
1
რა თქმა უნდა, რონალდუმ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან კარიერის პიკი უკვე გაიარა, რაც "იუნაიტედშიც" და პორტუგალიის ნაკრებშიც გამოჩნდა. ის თუ გუნდის ლიდერი ვერ იქნა, ურჩევნია, იქ საერთოდ არ ითამაშოს. 38 წლის არის და შეიძლება ითქვას, სუპერაქტიური ვერ იქნება. ასე რომ, საუდის არაბეთში თამაში და უზარმაზარი ანაზღაურების მიღება საუკეთესო გათვლაა. როგორც იულიუს კეისარი ბრძანებდა, "უმჯობესია პირველი კაცი იყო პროვინციებში, ვიდრე მეორე რომში".
კოტე
25 იანვარი 2023 13:04
0
შეცდომა დაუშვა.
რეალში უნდა დარჩე მანამ სანამ არ გააგდებენ :) ეს არის მწვერვალი.
გათვლა ქონდა რომ იუვენტუსი იყო დიდი გუნდი და ალბათ თვლიდა რომ თუ იუვეს ლიგას მოაგებინებდა ამით დიდი სახელს მოიხვეჭდა მარა ვრ გათვალა რომ იუვე ყოფილა უბრალოდ ბებერი სინიოარა და არა დიდი გუნდი
las
25 იანვარი 2023 11:38
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული