"მესის ხელფასი რამდენი აქვს?!" - როგორ და რატომ დატოვა რონალდომ "რეალი", კონფლიქტი მენდეშთან და კარიერული ვარდნის ამბები

AutoSharing Option
ესპანური El Mundo იმ დეტალებზე წერს, რის გამოც კრიშტიანო რონალდომ 2018 წელს მადრიდის "რეალი" დატოვა.

"წლების განმავლობაში პორტუგალიელი იყო შეპყრობილი იმით, თუ რამდენი იყო არგენტინელის ანაზღაურება "ბარსელონაში". თუ მას არ შეეძლო ეთქვა, რომ საუკეთესო იყო, სულ მცირე, სურდა ყოფილიყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი.

ერთ-ერთ დაჯილდოებაზე მან კატალონიელთა იმჟამინდელ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს ჰკითხა, რამდენი იყო ლეოს ანაზღაურება, რაზეც "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მიუგო, რომ ზუსტ რიცხვს ვერ დაუსახელებდა, თუმცა მესი მასზე 2-ჯერ მეტს იღებდა.

ამის შემდეგ კრიშტიანომ უკვე "სამეფო გუნდიდან" აბარგებაზე დაიწყო ზრუნვა. მას აგენტი
ჟორჟე მენდეში უმტკიცებდა და ეუბნებოდა, რომ "რეალში" უნდა დარჩენილიყო, რადგან იქ მინიმუმ 2 "ოქროს ბურთსა" და კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებდა, თუმცა რონალდომ არ დაუჯერა და "ვეკია სენიორაში" გადაბარგდა, სადაც მისი ანაზღაურება კვირაში 566 000 ევრომდე გაიზარდა.

ამ ყველაფრის შემდეგ პორტუგალიელსა და ჟორჟე მენდეშს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ჯერ იყო "იუვენტუსში" არცთუ ისე კარგი სეზონები, შემდეგ კი წარუმატებელი ტრანსფერი და დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში", - წერს გამოცემა. 

საინტერესოა და სათქმელია ისიც, რომ "წითელი ეშმაკებიდან" აბარგებასა და რონალდოს ახლო აღმოსავლეთში წასვლაში მენდეშს წვლილი არ მიუძღვის, რადგან ის უკვე მისი აგენტი აღარ იყო.

მოგეხსენებათ, რონალდო ამჟამად "ალ-ნასრში" ბურთაობს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ის სეზონურად 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა არ აძღებთ, რა არ ყოფნით? გასკდნენ მაგათი დდშ.
კვირაში ნახევარი ან მილიონი ევრო...ან სამჯერ მეტი... რაში ჭირდებათ? რაში ხარჯავენ?
აზარტში არიან, ვის უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ.
ლაშა გურია
11:11 26-01-2023
2
არა მგონია ასეთი შტერი იყოს ღონალჯუ. ყვითელი პრესის სპეკულაციას გავს.
შეტევა
09:19 26-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული