"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით, ენტონი ელანგათი დაინტერესდა.

ESPN-ის ცნობით, ხავის ახალი გარემარბის დამატება სურს, რადგან მემფის დეპაიმ გუნდი დატოვა და "ატლეტიკოს" შეუერთდა, ხოლო უსმან დემბელე ხშირად ტრავმიანობს.

თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც "მანჩესტერ იუნაიტედია", რადგან შვედ შემტევს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მისი დამატებით ასევე "დორტმუნდი" და პსვ ინტერესდებიან.

ელანგამ "წითელი ეშმაკების" მაისურით ამ სეზონში 20 მატჩში 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ