"შახტარის" მცველი ბექჰემის ამერიკულ გუნდში გადაბარგდება

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების 31 წლის ცენტრალური მცველი სერგეი კრივცოვი, დიდი ალბათობით, კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.

კრივცოვს მაიამის "ინტერი" ეპატიჟება, რომლის პრეზიდენტი დევიდ ბექჰემია.

კრივცოვს "ინსტაგრამით" უკვე დაემშვიდობა "მეშახტეთა" ვეტერანი მეკარე ანდრეი პიატოვი და ამერიკაში წარმატება უსურვა.

კრივცოვი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აღზრდილია, დონეცკურ გუნდში 2010 წელს გადავიდა და 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება. მან უკრაინის ნაკრების ღირსება 30 მატჩში დაიცვა.