მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თავად მექსიკელსაც "ბლაუგრანაში" გადაბარგება სურდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა, რადგან საბუთების გადაგზავნის პროცესი გაიწელა.
"ბარსელონას" სპორტული დირექტორის, მატეო ალემანის თქმით, ტრანსფერი სულ რაღაც 18 წამით დაგვიანდა.
ხულიან არაუხო MLS-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. დიდი ალბათობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან.