"მისი გაფორმება 18 წამით დაგვაგვიანდა" - როგორ ჩაეშალა "ბარსას" ტრანსფერი?

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ცენტრალური მცველის, ხულიან არაუხოს გაფორმებას ცდილობდა.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თავად მექსიკელსაც "ბლაუგრანაში" გადაბარგება სურდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა, რადგან საბუთების გადაგზავნის პროცესი გაიწელა.

"ბარსელონას" სპორტული დირექტორის, მატეო ალემანის თქმით, ტრანსფერი სულ რაღაც 18 წამით დაგვიანდა.

ხულიან არაუხო MLS-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. დიდი ალბათობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამხელა მილიონებს ეთამაშებიან ერთი თვე არის ფანჯარა გახსნილი და ასეთი რაღაცეები როგორ ემართებათ მიკვირს იქ ზიეჩს შეუთანხმდენ კიდე პსჟ და საბუთები სამჯერ შეცდომით გადააგზავნესო
ტოტტი
11:00 02-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული