31 წლის მცველი სერგეი კრივცოვი "შახტარიდან" მაიამის "ინტერში" გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა კრივცოვს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
2018 წელს დაარსებული "ინტერის" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია, გუნდის მწვრთნელი კი - ფილ ნევილი.
"უკრაინაში ომის შესახებ ყველამ იცის. მე აფეთქებების ხმები მესმოდა, ჩემს შვილებსაც ესმოდათ. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. როგორც მამა, ვალდებული ვარ ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველვყო.
ვამაყობ ჩემი მამაცი უკრაინელი ხალხით, ჩვენი მეომრებით და რა თქმა უნდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მინდა აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - ციტირებს კრივცოვს Aol-ი.
ჩვენ ძალით უნდა გავეტენოთ ომში თურმე, თუარადა ფრონტის ხაზზე გვიშვებს ჩვენი შმოპოზიცია.
ცირკია რა, პატარა