უკრაინელი ფეხბურთელი "მაიამიში" გადასვლაზე: ვალდებული ვარ ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველვყო

AutoSharing Option
31 წლის მცველი სერგეი კრივცოვი "შახტარიდან" მაიამის "ინტერში" გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა კრივცოვს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

2018 წელს დაარსებული "ინტერის" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია, გუნდის მწვრთნელი კი - ფილ ნევილი.

"უკრაინაში ომის შესახებ ყველამ იცის. მე აფეთქებების ხმები მესმოდა, ჩემს შვილებსაც ესმოდათ. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. როგორც მამა, ვალდებული ვარ ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველვყო.

ვამაყობ ჩემი მამაცი უკრაინელი ხალხით, ჩვენი მეომრებით და რა თქმა უნდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მინდა აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - ციტირებს კრივცოვს Aol-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ა ბიჭო კაცი, სპორტსმენი, საღსალამათი დეეშვა ამერიკაში მისი ოჯახის უსაფრთხოებას იცავს.

ჩვენ ძალით უნდა გავეტენოთ ომში თურმე, თუარადა ფრონტის ხაზზე გვიშვებს ჩვენი შმოპოზიცია.

ცირკია რა, პატარა

ჩეტო
09:53 03-02-2023
18
ჩვენი დაქირავებულ ვაი მებრძოლებს რო კითხო ჩვენი ომიაო,ვაი თქვენ პატრონს
ნიკო
08:57 03-02-2023
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული