"მესი თუ რონალდო?" - რამოსმა რჩეული დაასახელა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს, ჟურნალისტებმა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს.

4-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის თქმით, "ლა პულგა" მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"მესის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ეს სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მის გვერდით ვარ და ლეოსთან ერთად მოედანზე ყოფნით სიამოვნებას ვიღებ.

ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია" - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 51 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოს მდევარს "მარსელს" კი 6 ქულით უსწრებს. კრისტოფ
გალტიეს გუნდი მორიგ მატჩს დღეს, "ტულუზას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altრონალდო და რამოსი კვლავ ერთად? - ვეტერანი ესპანელი თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

alt36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

altრამოსი მუნდიალზე არ წაიყვანეს - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ კი თამაშის მართვის მიხედვით ავიღებთ მარადონა ზიდანი კრუიფი ყიფიანი რაც შეეხება მესის მესი უძლიერესია მომენტების შექმნაში კატარში რამდენჯერმე შეძლო ლიდერობა ხავის და ინიესტას წასვლის მერე რატო მოუკლო იმიტომ რომ ხავი იყო გუნდის მოტორი მესი და ინიესტა კარგი შემქმნელები და დამრტყმელები ასევე რონალდო ბრაზილიელი გენიოსი ტყუილად კიარა შეარქვეს ხოლო პორტუგალიელი ბევრად არ ჩამორჩება რაღაც ასპექტებში ჯობნის კიდეც თავით თამაში და გოლი რომელიც იუვეს გაუტანა მეეჭვება მესიმ ეგეთი მიახლოებით მაინც შეძლოს თუმცა ჩემ გემოვნებაში მესის უფრო წინ დავაყენებ ასევე პიროვნული თვისებებიც პორტუგალიელი მაჟორობს მესის უბრალოება თავდაბლობა უფრო დასაფასებელია.
კახა
10:21 05-02-2023
1
სიმართლე სინათლეა!რაც არ უნდა მალო როდესღაც მაინც გამოანათებს!!
!!!!!!!!!!
23:10 04-02-2023
0

სიახლეები პოპულარული