"მესი თუ რონალდო?" - რამოსმა რჩეული დაასახელა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს, ჟურნალისტებმა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს.

4-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის თქმით, "ლა პულგა" მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"მესის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ეს სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მის გვერდით ვარ და ლეოსთან ერთად მოედანზე ყოფნით სიამოვნებას ვიღებ.

ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია" - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 51 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოს მდევარს "მარსელს" კი 6 ქულით უსწრებს. კრისტოფ
გალტიეს გუნდი მორიგ მატჩს დღეს, "ტულუზას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altრონალდო და რამოსი კვლავ ერთად? - ვეტერანი ესპანელი თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

alt36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

altრამოსი მუნდიალზე არ წაიყვანეს - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

მკითხველის კომენტარები / 7 /
9 წელიწადი რეალში როცა იყვნენ ერთად რონალდუ მესიზე უკეთესიაო სულ გაიძახდა, ეხლა ერთ წელიწადში უცებ მესი გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ასეთი კაცი არც ჩემი ვარგა და არც სხვისი
მამუკა
17:49 04-02-2023
5
რამოსი რეალის ნამდვილი ლეგენდა და კაპიტანი , რომელსაც ფინალებში რონალდუს მაგივრად გოლები გაჰქონდა ის ვერ ვარგოდა ეს აკეთებდა მაგის გასაკეთებელს პირადად აგებინებდა ლიგის ფინალებს და პირველი კაცი ეს იყო რეალში. ვის ვის და რამოსს ნამდვილად ეთქმის ის რასაც იძახის, მესის წინააღმდეგ ნათამაშები აქვს თან ამდენი ხანი., ყველაზე კარგად იცის ვინ რისი გამკეთებელია. მესიმაც დაამტკიცა ჩემპიონია და მოკვდა ბაზარი
Serxio. Ramos #4
22:46 04-02-2023
1

სიახლეები პოპულარული