სპალეტი გასულ წელს "ნაპოლის" დატოვებასთან ახლოს იყო

AutoSharing Option
"ნაპოლი" წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს, "პარტენოპეიმ" მიმდინარე სეზონში ყველა გააკვირვა და სკუდეტოს მოგების მთავარ ფავორიტადაც ითვლება, სატურნირო ცხრილში ნეაპოლელები 56 ქულით პირველ ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებენ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი გასულ სეზონში, კერძოდ, მაისის თვეში, გუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა.

"პარტენოპეის" დღევანდელი შედეგების ფონზე შესაძლოა სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ გასულ სეზონში სპალეტი გუნდიდან წასვლასთან ახლოს იყო. მაშინ "ნაპოლის" საქმეები არც ისე კარგად იყო და 63 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისისგან დიდ ზეწოლას განიცდიდა" -
წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

alt"კვარაცხელიასა და კიმის მომავალი გარკვეულია" - იტალიელი ჟურნალისტი

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

alt"რა ჯანდაბას მეკითხები?" - ჟურნალისტმა სპალეტი წყობიდან გამოიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, რომ ეხლა არსად მიდის... :D
სკუდეტოსაც მოიგებენ და იმედია ჩემპიონთა ლიგაზე ფინალშიც ითამაშებენ !!!
"KO" Rules !!! ❤❤❤
ისე მაინც
20:17 07-02-2023
0

სიახლეები პოპულარული