"მალათიასპორმა" 28 წლის მეკარის სიკვდილი დაადასტურა

AutoSharing Option
"მალათიასპორის" 28 წლის მეკარე ეიუპ თურქასლანი თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

თურქასლანი შენობის ნანგრევებში გუშინ მოყვა. მაშველებმა მეუღლის ამოყვანა შეძლეს, ფეხბურთელის გადარჩენა კი ვერ მოახერხეს.

თურქასლანი "მალათიასპორში" გასულ სეზონში გადავიდა, იქამდე კი "ოსმანილისპორსა" და "უმრანიესპორში" თამაშობდა.