"ოსიმენი და "კვარა"? ჩემთვის საუკეთესო სულ სხვა მოთამაშეა"- "ნაპოლის" ყოფილი ფორვარდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა და "კასერტანას" 17-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფლორო ფლორესმა "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და სტანისლავ ლობოტკა გამოარჩია.

იტალიელის თქმით, მიუხედავად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შთამბეჭდავი სეზონისა, მას გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სლოვაკი ფეხბურთელი მიაჩნია.

"ოსიმენი და კვარაცხელია ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სტანისლავ ლობოტკამ მოახდინა. ის ისეთივე კარგია, როგორც ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. "ნაპოლის" ადგილას მას არა 4-წლიან, არამედ 25-წლიან კონტრაქტს შევთავაზებდი. ლობოტკა მოედანზე ნამდვილი ლიდერი და მწვრთნელია, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს და ბურთს
არასდროს კარგავს" - განაცხადა ფლორო ფლორესმა.

შეგახსენებთ, იტალიელი "ნაპოლის" ღირსებას 2000/2004 წლებში იცავდა. ფლორესმა ამ პერიოდის განმავლობაში "პარტენოპეის" რიგებში 62 მატჩი გამართა და 3 გოლის გატანა შეძლო. 

altკასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

altბონეკი: "ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს - რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

altლოჩოშვილმა ვარჯიში დაიწყო და შეიძლება "ნაპოლისთან" ითამაშოს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლობოტკა არის ვიტალი დარასელიას "ლაით"ვარიანტი,ძველი გულშემატკივრები დამეთანხმებიან,მისი შემცვლელი არც დიდ დინამოს და არც სსრკ-ს ნაკრებს არ ჰყავდა
ნიკა
16:26 08-02-2023
2
ეს იგივეა არისტოტელე და პლატონი ადრასტოს აფროდისელს შეადარო. ნუბი ყოფილხარ დონ ფლორო ამათი შედარებისთვის.
Charley
15:20 08-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული