ზახარიანმა "გალათასარაიში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
"ჩემპიონატის" ცნობით, მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა "გალათასარაიში" გადაბარგებაზე უარი განაცხადა.

გამოცემის მტკიცებით, სტამბოლური კლუბი "დინამოს" ზახარიანის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა, მაგრამ ფეხბურთელმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ზახარიანმა 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ