"რეალი" ლობოტკას შეძენას გეგმავს - დე ლაურენტისმა ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, სტანისლავ ლობოტკას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალი" შეეცდება. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, მისი გადაბირებით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული. მოგეხსენებათ, "ბლანკოსის" ნახევარმცველების, ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, სლოვაკს კი ორივე ფეხბურთელის შეცვლა შეუძლია.

ცნობილია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 28 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, ლობოტკამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 27 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა
და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ნაპოლიმ" ლობოტკას ხელშეკრულება გაუგრძელა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნაპოლის ხერხემალი არის ლობოტკა! ჩემის საზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა კვარაცხელიას შემდეგ გუნდში! მერე კიმ მინ ჯე და ამათ მერე ოსიმენი! ლობოტკას ვერავინ შეცვლის ნაპოლიში! აი ოსიმენს კი სიმეონე ძალიან კარგად ჩაანაცვლებს...
gulshematkivari0703
00:43 24-02-2023
1
ლობოტკას წასვლა ისე დააზარალებს ნაპოლის ოსიმენი მონაგონი იქნება.
civi
20:23 23-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული