გერმანიის ნაკრებმა შეიძლება უკრაინასთან მატჩი გამართოს

AutoSharing Option
Sportschau-ს ცნობით, გერმანიის ფეხბურთის კავშირი თავისი ქვეყნის ნაკრების უკრაინის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ივნისში გერმანიის ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს და პირველი მის ისტორიაში მე-1000 იქნება. უკრაინის მასპინძლობას გელზენკირხენში აპირებენ.

გერმანია უკრაინას რვაჯერ შეხვდა - ხუთჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დაუზავდა.