რონალდომ და ჯორჯინამ დაბადების დღეები სომხურ რესტორანში აღნიშნეს - რა კერძები შედის მენიუში და რა არის მათი ფასი

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, დაბადების დღეები საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში მდებარე სომხურ რესტორან Lavash-ში აღნიშნეს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი 5 თებერვალს 38 წლის შესრულდა, ჯორჯინა კი 27 იანვარს 29 წლის გახდა. 

რესტორანი გასულ წელს გაიხსნა პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის ქუჩაზე, ალ ოლაიაში. ეს არის სამსართულიანი შენობა, რომელიც მოიცავს მთავარ დარბაზს, VIP-ზონას და ტერასას მოსაწევი განყოფილებით.

რესტორანი ემსახურება სომხურ და იტალიურ სამზარეულოს. რესტორნის გვერდზე ვკითხულობთ:

"ლავაში" გთავაზობთ სხვადასხვა კერძის ძალიან დიდ მენიუს, მათ შორის, ცივსა და ცხელს. ძირითადი კერძები,
სუპები, სალათები, ნოყიერი საქონლის კერძები, გრილი, სასმელი, ყავა და დესერტები. 

უცნობია, თუ რა კერძები შეუკვეთეს რონალდომ და ჯორჯინამ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე მათგანის ფასებს გეტყვით.

მაგალითად, ზღვის პროდუქტების ნაკრები სპეციალური სოუსით - 196 საუდის რიალი, რაც 49 ევროს შეადგენს.

შემწვარი ცხვრის ნაჭერი მწვანილებით - 158 საუდის რიალი, 40 ევრო.

შებოლილი სტეიკი - 155 საუდის რიალი, 39 ევრო.

ხორცის ნაკრები ქაბაბებით და მწვადი - 145 საუდის რიალი, 36 ევრო.

შიშ ქაბაბი მოხარშული ალუბლის სპეციალურ სოუსში - 125 საუდის რიალი, 31 ევრო და სხვა კერძები...
მკითხველის კომენტარები / 43 /
პირველი კომენტარის ავტორს: გაფიცებ ყველაფერს, სად დაინახე ამ ინფირმაციაში შური და ბოღმა?
გიორგი
13:12 02-03-2023
2
იქნებ ვინმემ ამიხსნას შესაშური რა აქვთ, გაჩენის დღიდან ყველაფერს ისტორიით დაწყებული კულინარიით დამთავრებული აყალბებენ! ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებიც და თანამედროვენიც ყველა ადასტურებს(შედით იუთუბზე!) დარწმუნებული ვარ რესტორანშიც ქართულ ღვინოსა და ქართულ კერძებს მიართმევდნენ სომხურის პონტში! :)
ვახო
12:46 02-03-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული