"რეალი" და "არსენალი" ოსიმენისთვის იბრძვიან - დე ლაურენტისმა ფასი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ვიქტორ ოსიმენის შესაძენად იბრძვიან, ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება. წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

კარლო ანჩელოტი ოსიმენს კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავს, ხოლო მიკელ არტეტა მიიჩნევს, რომ 24 წლის შემტევი "მეთოფეთა" სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა მსურველი გუნდები დასახელებული თანხის გადახდას.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 3
შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altპსჟ გადახალისდება და შეიძლება შეტევაში მბაპესა და ოსიმენის დუეტი ვიხილოთ

altნეაპოლში ქალბატონებს ოსიმენის ყვავილებს ჩუქნიან [PHOTO]

altოსიმენის აგენტი პსჟ-ის ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა - რას აპირებს ნიგერიელი

altოსიმენის მანქანამ "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა - რომელი ავტომობილით გაადგილდება ნიგერიელი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მგონია, რომ კვარას გარეშე ოსიმჰენი ნაკლებად ეფექტური იქნება!
ვაჟა მასწავლებელი
15:23 11-03-2023
2
Reali ar iyidis, osimeni araa realis donis fexburteli. Ufro atletiko, an premierliga an safrangeti.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული