"რეალი" და "არსენალი" ოსიმენისთვის იბრძვიან - დე ლაურენტისმა ფასი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ვიქტორ ოსიმენის შესაძენად იბრძვიან, ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება. წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.

კარლო ანჩელოტი ოსიმენს კარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავს, ხოლო მიკელ არტეტა მიიჩნევს, რომ 24 წლის შემტევი "მეთოფეთა" სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა მსურველი გუნდები დასახელებული თანხის გადახდას.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს "ლილიდან" შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 3
შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altპსჟ გადახალისდება და შეიძლება შეტევაში მბაპესა და ოსიმენის დუეტი ვიხილოთ

altნეაპოლში ქალბატონებს ოსიმენის ყვავილებს ჩუქნიან [PHOTO]

altოსიმენის აგენტი პსჟ-ის ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა - რას აპირებს ნიგერიელი

altოსიმენის მანქანამ "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა - რომელი ავტომობილით გაადგილდება ნიგერიელი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
აქ ყოველ მეორე პას აძლევენ ოსიმენს, ნებისმიერ პოზიციაზე, არამგონია პრემიერლიგაში მაგდენი გოლი შეაგდოს, მებრძოლი და კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ტექნიკა არ უწყობს ხელს, თან ბევრ მომენტსაც აფუჭებს, 150 მლიონად არავინ იყიდის ამას და არც 100 მილიონადა
გოგა
21:59 11-03-2023
0
ჰოლანდის გამოსასყიდი თანხაა 150 მილიონი, მაგხელა ფულს რეალი ოსიმენში არ გადაიხდის, თუ ყიდვაა ისევ ჰოლანდს იყიდის.
მამუკა
19:18 11-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული