"გასახდელში მწვრთნელს ხელბორკილები დაადო" - დე ლაურენტისი სერიოზულ სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა კორადო ორიკომ Radio Bruno Firenze-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, 73 წლის კინოპროდიუსერმა გასახდელში ერთ-ერთ მწვრთნელს ხელბორკილები დაადო.

"რამდენიმე მწვრთნელმა, რომლებიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ, შევიტყე, რომ დე ლაურენტისი გასახდელში ხშირად შედის და ფეხბურთელებს ეკამათება. ერთ-ერთი ფეხბურთელისგან კი გავიგე, რომ გასახდელში მწვრთნელს ხელბორკილები დაადო.

დე ლაურენტისის ასეთ ქმედებებს კლუბის პრეზიდენტი კრისტიანო ჯუნტოლი აბალანსებს, რომელიც ყველასთან იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებს" - განაცხადა ორიკომ.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი"
"ატალანტას" უმასპინძლებს.

altდე ლაურენტისი თავისი მეორე კლუბის გასაყიდად ემზადება, "ნაპოლის" შეძენა კი ერთ-ერთ უცხოურ ფონდს სურს

alt"პსჟ-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე სასაუბროდ შეხვედრა უკვე შედგა" - რა არის დე ლაურენტისის საზაფხულო გეგმა

altცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი "კვარასა" და ოსიმენს გაყიდის

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტყავებში იყო და ხელში მათრახიც ჭერია-ოოო)))
ჰდჯ
20:26 11-03-2023
0
ხელბორკილები დაადო და პოლიციის ქვეგანყოფილებაში გადაიყვანა,სადაც ახსნა განმარტება ჩამოართვა. ვინც არ იცოდა აურელიო შეთავსებით მუშაობს კარაბინერად, კომისარ კორადო კატანის თანაშემწედ. სპრუტი 9, გაგრძელება იქნება
მამუკა
19:13 11-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული