აპირებს თუ არა მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს?

AutoSharing Option
РБ СПОРТ- იტყობინება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი სპორტული მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი დასკვნით სტადიაზეა.

23 წლის მარადიშვილი რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, თუმცა ეროვნულ გუნდში არ უთამაშია და სპორტული მოქალაქეობის უპრობლემოდ შეცვლა შეუძლია. მან ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა
საზონოვი საქართველოს მოქალაქე გახდა და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში ჩასატარებელი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ცნობისათვის, ამას წინათ მარადიშვილის თანაგუნდელმა ნაირ ტინგიზიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვინც წინააღმდეგია, მათი აზრი მაინტერესებს- დაუშვათ გადაწყდა და ევროპიას ჩემპიონატზე გასავლელ გადამწყვეტ მატჩში გოლი გაიტანა, გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ?!!!!
ნუგზარი
17 მარტი 2023 13:51
1
ბიჭო, აქეტ უნდა ცდილობდეს ნაკრებში თამაშს და ჩვენ იქეთ ვეხვეწებით? მამამისმა უარყო ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე და ამის შემდეგ განხილვაც კი არ უნდა იყოს მაგის ნაკრებში თამაშის თაობაზე.
irakli81
17 მარტი 2023 12:25
1
გვარით ქართველი სულით რუსი ნაკრებში რა საჭიროა? დარჩეს იქ სადაც არის. წარმოიდგინეთ ეს და კვარაცხელია ერთ ნაკრებში, ვისაც გულის ჯიბით (მუხლების დასაცავად) დააქვს რამის, ყველა თამაში საქართველოს დროშა. მაგისთვის ძალიან ძალიან მეტია ასეთი პატივი. დარჩეს ჯიქიასთან ერთად.
G.LA
17 მარტი 2023 10:39
5
ნაკრებს რომ არ სჭირდებოდეს - არავინ მოიწვევდა - ქართველია - ითამაშოს, ნადირობაა ტალანტებზე და მათ ფესვებზე - მაგ. არგენტინელი გარნაჩო და ესპანეთი და ა.შ. რა ვიშვიში ატეხეთ აქ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს ბოლო-ბოლო თუ ვინმე გააძლიერებს, ძალიან კარგი
xmali
17 მარტი 2023 10:31
3
ვერ ვხვდები მიზესზს თუ რატომ არის აქ ხალხი წინააღმდეგი, შეიცვალოს მოქალაქეობა გამოვცადოთ ნაკრებში თუ კარგად ითამაშა ხომ ძალიან კარგი(ნახევარდაცვაში საკმაო პრობლემები გვაქვს), თუ ვერ ან არ ითამაშა კარგად აღარ გამოიძახებენ და ეგ არის. აგერ საბა საზონონოვის სახით მემგონი ძალიან კარგი მცველი დაგვემატა.
ეს სპორტული მოქალაქობა რამე ახალი ტერმინია?!
gionat
17 მარტი 2023 09:45
3
არ გვინდა რუსები საქართველოს ნაკრებში.
ქ. გ.
17 მარტი 2023 04:51
1
კაით რა ხალხნო! მოაცილეთ აქედან! ევროპაში თამაში მოუნდათ ბიჭებს და გააქტიურდნენ, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყველა იხვეწება მოქალაქეობას თავიანთ ქვეყნებში, ნეტა იცოდეთ რა დღეში არიან ვინც ეთნიკურად რუსი არაა, ეხლა გაგახსენდათ თქვენი ფესვები? პატრიოტები გვჭირდება.
გიო
17 მარტი 2023 03:22
8
კარგად გადაავლეთ თვალი ჩვენს ქვეყანას, ცოტა გვყავს კომფორმისტები?! მან თავისი პოზიცია დააფიქსირა და რა ჯანდაბა უნდა ჩვენს ნაკრებში?! მოუწევს ყირგიზეთთან თამაში
svani
17 მარტი 2023 02:24
3
რეალურად რომ ვთქვათ ეს ბიჭი რა პოზიციაზეც თამაშობს სამწუხაროდ ყველაზე მეტი პრობლემა ნაკრებში მაგ პოზიციაზე გვაქვს ფაქტიურად სტაბილური კარგი დონის ფეხბურთელი ჩვენ მაგ პოზიციაზე არ გყავს და მარადიშვილი ნამდვილად არის ძალიან ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი რომელიც ნამდვილად გაძლიერებს ნაკრებს კი უნდა ეცადო რომ ასეთი ფეხბურთელი ჩამოიყვანო მაგრამ კაცს თუ არ უნდა არ უნდა ეხვეწო საქართველოს ნაკრებში ითამაშეო ვის უნდა ეხვეწო აქეთ უნდა იყოს დაინტერესებული და მონდომებული და გახარებული რომ ნაკრებში ეძახიან.
goga
17 მარტი 2023 01:19
0
არ გვინდა უმაგისოდაც ვიზამთ რამეს ... არც ისე კაი ფეხბურთელია ლოკონოტივის ბოლო 30 მატჩიდან 21 ში მიიღო მონაწილეობა აქედან 3 თამაში ითამაშა მხოლოდ 90 წუთი დანარჩენი ძირითადად შეცვლაზე შედის თან ძალიან პატარა სათამაშო დროით ... ბოლო 30 მატჩიდან 1 გოლი გაიტანა ... ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში 26 წუთი აქვს ნათამაშები ამ ბოლო ხუთი შეხვედრიდან 3 ში სკამზე დატოვეს ... ანუ ისეთი მაგარიც ვერაა როგორც ქვევით კომენტარებში ვნახე ... ))) დაუღალავიი მფრინავიი )))
bejo
17 მარტი 2023 00:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული